Monday, December 16, 2019



                              ასმათ დიასამიძე                      2015 წლის 13 დეკემბერი




რად გინდა გული, თუ სიყვარულით არ აინთება,
რად გინდა გული, თუ სიბრალულით არ დაიწვება,
რად გინდა გული, თუკი ძმის დარდით არ დაიღვენთა,
რად გინდა გული, თუკი „უგულოდ“ წარსდგები ღმერთთან!
რად გინდა გული, თუ მარტოობის დაღი აკლია,
რად გინდა ცრემლი, გულის სევდა თუ ზედ არ ატყვია,
რად გინდა გული, თუ მისი სითბო არ გამიყავი,
თუკი აღარ ვარ დღეს შენს თბილ გულში, კარგად იყავი!