Saturday, March 14, 2015

მეცხრე დღედღეს ჩემთვის ძალიან წარმატებული დღეა. ტრენერისა და კოლეგების თანდასწრებით განვიხილე ჩემი პროექტი, მივიღე მათგან რეკომენდაციები, გავითვალისწინებ ტრენერის ყველა შენიშვნას. განსაკუთრებით მომეწონა აქტივობა: შავი და თეთრი ოპონენტები, რომლის საშუალებითაც ვისაუბრეთ ერთმანეთის პროექტების სუსტ და ძლიერ მხარეებზე, გამოვიყენეთ უკუკავშირის 3-2-1 ფორმა:დავსვით 3 კითხვა; გავაკეთეთ 2 კომენტარი და მივეცით 1 რჩევა. ასეთი თანამშრომლობითი მუშაობა, ვფიქრობ უფრო შედეგიანი და ბევრისმომცემია. მიხარია, რომ ყველა ჩემმა კოლეგამ კარგად გაართვა თავი პროექტით სწავლებაში საკუთარი როლისა და საქმიანობის გააზრებას. 
და ბოლოს..... და, აი დადგა ჩვენი ტრენინგის ბოლო დღეც. არ ვიქნები გულწრფელი თუ ვიტყვი, რომ არ მიხარია ტრენინგების დასრულება, რადგან  ძალიან რთულია სასკოლო , საოჯახო და სხვა სახის მუშაობასთან ერთად ტრენინგ-კურსების გავლა. მაგრამ გულდასაწყვეტია, რომ ტრენინგები აღარ იქნება და ტრენერს ვეღარ შევხვდებით. რომელმაც ნამდვილად ბევრი რამ გვასწავლა. ქალბატონი გვანცას უშუალო, თბილი და ამავდროულად მომთხოვნი და ზომიერად მკაცრი მიდგომა ნამდვილად დაგვეხმარა ჩვენი შესაძლებლობების სწორად რეალიზაციაში. სწორედ ტრენერის ნათლად ჩამოყალიბებული და გააზრებული შენიშვნები და რეკომენდაციები დამეხმარა იმაში, რომ ტრენინგების პარალელურად ორი კვირის განმავლობაში ვიმუშავე პროექტზე და 6 მარტს გავაკეთე პროექტის პრეზენტაციაც. თანამედროვე პედაგოგს ნამდვილად სჭირდება უწყვეტი პროფესიული ზრდა და ეს ტრენინგები სწორედ ამ ზრდის ხელშეწყობაა. ძალიან მომეწონა intel.Education -ის გამოყენებით სწავლება. მადლობა ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს იმ უამრავი მასალისა და რესუსრებისათვის, რომელიც მათ მოგვაწოდეს.გმადლობ!

Friday, March 13, 2015

ტრენინგის მერვე დღე 
დღეს შევძელი გამეგო თუ რას ნიშნავს  ტექნოლოგიებით ფასილიტაცია, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება სწორად განსაზღვროს საკუთარი შემოქმედებითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევები, გაიაზრონ რისი გაკეთების უნარი შესწევთ, რა გამოუვათ წარმატებულად და რას უნდა შეეჭიდონ.
ასევე კარგად გავიგე სასწავლო პროცედურებისა და შეფასების შეჯამების შაბლონში გაწერა. ვისწავლე როგორ მივაბა ბლოგს ბმულები.
უფრო საინტერესო სამუშაო გველოდება ხვალ: თეთრი და შავი ოპონენტები: ვნახოთ ნროგორ გავართმევ თავს.

Sunday, March 8, 2015

მეშვიდე დღე - ყველაზე ეფექტური დღე იყო მოსწავლეთა შეფასებისა და უკუკავშირის სწორად დაგეგმვისა და განხორციელებისათვის, გავეცანი შეფასების ჩეკლისტებსა და რუბრიკებს, როგორ შევუსაბამოთ თეორეტიკოსების მეთოდები მოსწავლეთა საჭიროებებსა და მიღწევებს. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის მოსწავლეთა მიერ ცოდნის მიღების პროცესზე დაკვირვების ანალიზი და შეფასებაა. მიხარია, რომ დღეს ამ საკითხთან დაკავშირებულ ჩემთვის საინტერესო ყველა კითხვაზე მივიღე ამომწურავი პასუხი. მთავარი ჩემთვის უკუკავშირის მიღებააა
 დღეს შრომატევადი დღე გვქონდა. ბევრი რამ მოვასწარით. ვისწავლე Pover Point-ში სლაიდების შექნმა და პრეზენტაციების გაკეთება. ასევე ვისწავლეთ სპეცეფექტების გამოყენება, აუდიო და ვიდეო ბმულების გამოყენება პრეზენტაციებში. 
ვეთანხმები იმ აზრს, რომ ინტერნეტი საუკეთესო სასწავლო რესურსია, მთავარია მოსწავლეებს მისი მიზნობრივად გამოყენება ვასწავლოთ.

Saturday, March 7, 2015

მეექვსე დღე - ეს დღე საკმაოდ საინტერესო და, მე ვიტყოდი, სახალისო იყო. შევისწავლეთ PowerPoint-ში მუშაობა. უნდა ვთქვა, რომ საოფისე პროგრამების ეს სახეობა ჩემთვის უცხო არაა. უკვე რამდენიმე წელია მუშაობაში ვიყენებ PowerPoint-ს.  მაგრამ დღეს PowerPoint-ის გამოყენების ბევრი ახალი და უფრო მოქნილი მეთოდი ავითვისე. დიაგრამების  ჩასმა და მათში პროცენტული მონაცემების ასახვა, სურათების ჩასმა და სხვ. ყველაზე მნიშვნელოანი ჩემთის მაინც PowerPoint-ში პრეზენტაციის მომზადება, მისი თანამიმდევრობისა და გაფორმების შესწავლა იყო
ეს დღე ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ ტრენერსა და კოლეგებს ვაჩვენე ჩემი პროექტის პრეზენტაციის მასალები, რომელიც ტრენინგის დასაწყისში დავგეგმე და ჩავატარე. გავითვალისწინებ ყველა იმ რეკომენდაციებს შეფასების რუბიკებში, რომელიც ტრენერისაგან მივიღე.
ტრენინგი ძალიან საჭირო და გამოსადეგია ყველა იმ პედაგოგისათვის, რომლის ნამდვილი მოწოდებააა ბავშვებთან მუშაობა

Sunday, March 1, 2015

მეხუთე დღე - უნდა ვთქვა, რომ მართლაც რთულია სწორად წარმართო მოსწავლის უნარ-ჩვევები და მათი მიზანმიმართული გამოყენებით შეძლო მათი რეფლექსია. დღეს გავიგე როგორ გავწერო სასწავლო პროცედურები ეტაპობრივად  და კონკრეტულად.
გავეცანი როგორ დავაფიქსირო და დავიცვა საავტორო უფლებები, რათა თავიდან ავიშოროთ პლაგიატიზმი,  როგორ შევქმნა პროექტის ბიბლიოგრაფია,  გამოყენებული ლიტერატურის ნიმუშის მიხედვით შევძელი ლიტერატურის სწორად გამოყენება, განსაკუთრებით მომეწონა სწავლების ონლაინ სისტემები და ონლაინ ჯგუფები, რომლებიც, უნდა ვთქვა რომ ჩემთვის უცხო არ იყო და ვიყენებდ კიდეც ელექტრონული ფოსტით მიღებული მოსწავლეების დავალებების სახით. ურთიერთკავშირის ეს მეთოდი ძალიან მოგვწონს მე და ჩემს მოსწავლეებს.