Saturday, March 14, 2015

მეცხრე დღედღეს ჩემთვის ძალიან წარმატებული დღეა. ტრენერისა და კოლეგების თანდასწრებით განვიხილე ჩემი პროექტი, მივიღე მათგან რეკომენდაციები, გავითვალისწინებ ტრენერის ყველა შენიშვნას. განსაკუთრებით მომეწონა აქტივობა: შავი და თეთრი ოპონენტები, რომლის საშუალებითაც ვისაუბრეთ ერთმანეთის პროექტების სუსტ და ძლიერ მხარეებზე, გამოვიყენეთ უკუკავშირის 3-2-1 ფორმა:დავსვით 3 კითხვა; გავაკეთეთ 2 კომენტარი და მივეცით 1 რჩევა. ასეთი თანამშრომლობითი მუშაობა, ვფიქრობ უფრო შედეგიანი და ბევრისმომცემია. მიხარია, რომ ყველა ჩემმა კოლეგამ კარგად გაართვა თავი პროექტით სწავლებაში საკუთარი როლისა და საქმიანობის გააზრებას. 
და ბოლოს..... და, აი დადგა ჩვენი ტრენინგის ბოლო დღეც. არ ვიქნები გულწრფელი თუ ვიტყვი, რომ არ მიხარია ტრენინგების დასრულება, რადგან  ძალიან რთულია სასკოლო , საოჯახო და სხვა სახის მუშაობასთან ერთად ტრენინგ-კურსების გავლა. მაგრამ გულდასაწყვეტია, რომ ტრენინგები აღარ იქნება და ტრენერს ვეღარ შევხვდებით. რომელმაც ნამდვილად ბევრი რამ გვასწავლა. ქალბატონი გვანცას უშუალო, თბილი და ამავდროულად მომთხოვნი და ზომიერად მკაცრი მიდგომა ნამდვილად დაგვეხმარა ჩვენი შესაძლებლობების სწორად რეალიზაციაში. სწორედ ტრენერის ნათლად ჩამოყალიბებული და გააზრებული შენიშვნები და რეკომენდაციები დამეხმარა იმაში, რომ ტრენინგების პარალელურად ორი კვირის განმავლობაში ვიმუშავე პროექტზე და 6 მარტს გავაკეთე პროექტის პრეზენტაციაც. თანამედროვე პედაგოგს ნამდვილად სჭირდება უწყვეტი პროფესიული ზრდა და ეს ტრენინგები სწორედ ამ ზრდის ხელშეწყობაა. ძალიან მომეწონა intel.Education -ის გამოყენებით სწავლება. მადლობა ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს იმ უამრავი მასალისა და რესუსრებისათვის, რომელიც მათ მოგვაწოდეს.გმადლობ!

No comments:

Post a Comment